არგენტინის უკანასკნელ სამხედრო დიქტატორს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/argentina.png##fbimage#
არგენტინის უკანასკნელ დიქტატორს, რეინალდო ბინიონეს 1976-1983 წლებში სამხედრო მმართველობის დროს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ბინიონე არგენტინას მხოლოდ ერთი წლის მანძილზე 1983 წელს მართავდა და სამხედრო ხუნტის ბოლო ლიდერი იყო. 1983 წელსვე მან ძალაუფლება პრეზიდენტ რაულ ალფონსინს გადასცა.
 
ტელეკომპანია ევრონიუსის ცნობით, სასამართლომ 83 წლის ბინიონე ათობით ადამიანის გატაცებაში, მათ წამებასა და მკვლელობებში დამნაშავედ სცნო. ადამიანის უფლებათა დამცველები სასამართლოს გადაწყვეტილებას ბინიონესთვის სამუდამო პატიმრობის მისჯის შესახებ, აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ”ეს ისტორიული დღეა ყველა არგენტინელისთვის,” განაცხადა ერთ-ერთმა მათგანმა ევრონიუსთან საუბრისას. 

კომენტარები