ტიმოშენკოს წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრემიერ მინისტრის,  იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საქმე ეხება რუსეთთან გაფორმებულ ე.წ. ”გაზის კონტრაქტებს .”

უკრაინის გენპროკურორის  პირველმა მოადგილემ, რენატ კუზმინმა  განაცხადა, რომ ტიმოშენკო ეჭვმიტანილია ”თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში  2009 წელს გაზის კონტრაქტების გაფორმებისას.” მისი თქმით,  ტიმოშენკოს ქმედებებით სახლმწიფოს მილიარდ ნახევარი გრივნის (200 მილიონი დოლარი) ზარალი მიადგა.

ტიმოშენკოს წინააღმდეგ უკვე აღძრულია საქმე და მიმდინარეობს გამოძიება  კიოტის შეთანხმების მიხედვით, უკრაინისთვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის და სამსახურეობრივი უფლებამოსილებების გადამეტების გამო. 

კომენტარები