ლიბიის საჰაერო სივრცეს NATO გააკონტროლებს

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/nato.png##fbimage#
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი დათანხმდა თავის თავზე აიღოს ლიბიაში არასაფრენი ზონის უზრუნველყოფა, რომელსაც აქამდე აშშ ახორციელებდა. თუმცა, ამასთანავე, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა მიანიშნა, რომ კოალიციური სამხედრო ოპერაციის სხვა ასპექტები კვლავ კოალიციის ახლანდელი ხელმძღვანელობის კონტროლს ქვეშ დარჩება.

მოლაპარაკებები ლიბიაში არასაფრენი ზონის უზრუნველყოფის ხელმძღვანელობის NATO- ს ხელში გადასვლის შესახებ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა გუშინ, N ATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ სამხედრო ხელმძღვანელობის გადაცემის საკითხზე უთანხმოება არ არსებობს. „ალიანსი ამ დრომდე იხილავს საკითხს აიღოს თუ არა თავის თავზე პასუხისმგებლობა უფრო ფართო გაგებით,“ განაცხადა რასმუსენმა.

პენტაგონმა ლიბიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე განაცხადა, რომ აშშ-ს ამ ოპერაციაში მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლის შესრულება სურს. თუმცა პასუხისმგებლობის გადაცემის საკითხი თურქეთის წარმომადგენლებმა შეაფერხეს. მათ განაცხადეს, რომ ალიანსი მხოლოდ ლიბიის საჰაერო ზონის გაკონტროლებით უნდა შემოიფარგლოს, თუმცა არ უნდა განახორციელოს დარტყმები კადაფის სახმელეთო ძალებზე.

 

კომენტარები