ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საქართველოსთვის 100-150 მილიონი დოლარის გამოყოფას განიხილავს

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საქართველოსთვის 100-150 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტის გამოყოფას განიხილავს. 2011 წლის იანვარში ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსა და განასთვის გრანტის მიღებაზე პროექტების წარდგენის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის  აღმასრულებელი დირექტორის,  დანიელ იოჰანესის განცხადებით, დახმარების მეორე პაკეტი იმ ფაქტორების აღმოსაფხვრისკენ იქნება მიმართული, რომელიც ხელს უშლის კერძო ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში. აშშ-ს სენატის კომიტეტის წინაშე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ფონდმა გრანტის გამოყოფის გადაწყვეტილება  იმის გამო მიიღო, რომ გრანტის პირველი ეტაპი საქართველოში ”წარმატებულ პროექტებად” რეალიზდა.  ”გარდა ამისა, ქვეყანას აქვს გლობალური და რეგიონული მნიშვნელობა და უწყვეტ წარმატებულ რეფორმებს ახორციელებს,” განაცხადა იოჰანესმა ”გლობალური მასშტაბით აღიარებულია, რომ საინვესტიცო კლიმატის გაუმჯობებსების კუთხით საქართველო პირველი რეფორმატორი ქვეყანაა,  მიუხედავად იმისა რომ მის მოსახლეობის 30 პროცენტს დღეში მხოლოდ 2 დოლარის დახარჯვა შეუძლია,” დასძინა მან. 

პროგრამა 2011 წელს დასრულდება. საქართველოს პრემიერ მინისტრის, ნიკა გილაურის განცხადებით, გრანტი ბათუმში ტექნოლოგიური  უნივერისტეტის მშენებლობას,  ასევე გოდერძის უღელტეხილის რეაბილიტაციას და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.

პირველი, 295,3 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა საქართველოს 2005 წელს გამოუყო. გრანტის პირველი პაკეტი  სამცხე ჯავახეთის გზისა (209 მლნ დოლარი),  და ჩრდილოეთი-სამხრეთის გაზსადენის (49მლნ დოლარი ) რეაბილტაციაში და  სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში (57,7მლნ.  დოლარი) დაიხარჯა.     

კომენტარები