ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის გუნდი გუშინ ბრაზილიელი ფეხბურთის ვარსკვლავებთან ამხანაგური მატჩში 4:6 დამარცხდა. გაზეთ კომსომოლსკაია პრავდას ცნობით, ჩეჩნების წინააღმდეგ სათამაშოდ გროზნოში ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელები, მათ შორის რომარიო, ბებეტო, დუნგა და კაფუ ჩავიდნენ.
კადიროვი, რომელმაც მატჩამდე 6 კილოგრამი დაიკლო, თავად იყო გუნდის კაპიტანი. მის გუნდში ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი, გროზნოს „ტერეკის“ მთავარი მწვრთნელი, რუუდ გულიტი და გერმანელი ლოთარ მათეუსი თამაშობდნენ. კადიროვმა ორი გოლი გაიტანა და ორი პენალტი ააცილა. ტაიმებს შორის შესვენების დროს კი მან მოედანზე ლეკური იცეკვა.
რუსული მედიის ცნობით, ბრაზილიელებთან გამართული მატჩი ჩეჩნეთის იმიჯის ამაღლებას ემსახურებოდა.