ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი უქმეები

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, ავსტრიელი სპეციალისტის პიტერ ზაიზენბახერის ხელმძღვანელობით კიდევ ერთი ტურნირი ჩაატარა. გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გამართულ გრან-პრიზე ჩვენებმა ვერც ერთი მედლის მოპოვება ვერ შეძლეს.

გერმანულ ტატამზე ორი დღის განმავლობაში სულ 9 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა: 60 კგ. - ამირან პაპინაშვილი და დავით ასუმბანი, 73 კგ. - ნუგზარ ტატალაშვილი, 81 კგ. - ლევან წიკლაური, ავანდილ ჭრიკიშვილი, 90 კგ. - ვარლამ ლიპარტელიანი, 100 კგ. - ირაკლი ცირეკიძე, +100 კგ. ზვიად ხანჯალიაშვილი, ნოდარ მეტრეველი.

მეოთხედფინალში გასვლა და შესაბამისად ტურნირის მეხუთე ადგილზე დასრულება მხოლოდ ორმა მოჭიდავემ მოახერხა. პირველ დღეს ამირან პაპინაშვილმა, მეორე დღეს კი ვარლამ ლიპარტელიანმა. დანარჩენები მედალთან ახლოსაც ვერ მივიდნენ.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ძიუდოს დაუბრუნდა ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი ირაკლი ცირეკიძე. ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროსმედალოსანმა ხანგრძლივი შესვენების შემდეგ პირველივე შეხვედრაში იპონით გაიმარჯვა უკრაინელ ვიაჩისლავ დენისოვთან.  შემდეგ კი უკვე თვითონ დამარცხდა სუფთად მონღოლ ტემუულენ ბატულგასთან.

60 კგ. 1. ჰიროაკი ჰირაოკა (იაპონია) 2. ჟინ მინ ჟანი (სამხრეთ კორეა) 3. ელიო ვერდე (იტალია) 3. ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი)

66 კგ. 1. მასააკი ფუკუოკა (იაპონია) 2. ჟუნ ჰო ჩო (სამხრეთ კორეა) 3. მიხაილ პულიაევი (რუსეთი) 3. სერჰი დრებოტი (უკრაინა)

73 კგ. 1. დირკ ვან ტიშელტი (ბელგია) 2. კიოში უემაცუ (ესპანეთი) 3. იუკი ნიშიამა (იაპონია) 3. იოსებ პალელაშვილი (ისრაელი)

81 კგ. 1. ტრევის სტივენსი (აშშ) 2. მურატ ხაბაჩიროვი (რუსეთი) 3. ელნურ მამადლი (აზერბაიჯანი) 3. არსენ პშმახოვი (რუსეთი)

90 კგ. 1. მარკის ნიმანი (შვედეთი) 2. რომაინ ბუფე (საფრანგეთი) 3. მასაში ნიშიამა (იაპონია) 3. ვადიმ სინიავსკი (უკრაინა)

100 კგ. 1. მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი) 2. დიმიტრი პეტერსი (გერმანია) 3. ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) 3. იევგენის ბოროდავკო (ლატვია)

+100 კგ. 1. ანდრეას ტოლცერი (გერმანია) 2. კეიჯი სუძუკი (იაპონია) 3. რაფაელ სილვა (ბრაზილია) 3. რობერტ ზიმერმანი (გერმანია)

კომენტარები