გერმანიის თავდაცვის მინისტრს პლაგიატში ადანაშაულებენ. კერძოდ, გაირკვა, რომ 2007 წელს დაწერილ სადოქტორო დისერტაციაში კარლ-თეოდორ ცუ-გუტენბერგმა სხვა მკვლევარების ნაშრომებიდან, ასევე გერმანიაში აშშ-ს საელჩოს ვებ გვერდიდან ციტატები წყაროს მითითების გარეშე გამოიყენა. უცხოური მედიის ცნობით, ამ ინციდენტმა გერმანიის თავდაცვის მინისტრის კარიერას, შესაძლოა, წერტილი დაუსვას.
”მას ჰქონდა საშუალება ეღიარებინა, რომ შეცდომა დაუშვა და არაკეთილსინდისიერად მოიქცა, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მისთვის რთული იქნება შელახული ავტორიტეტის აღდგენა,” ციტირებს გერმანელ ექსპერტს, კლაუს შმიტ დეგელს ტელეკომპანია BBC.
39 წლის მინისტრი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს რომ ნაშრომი დამოუკიდებლად დაწერა, თუმცა არ გამორიცხავს ”ცალკეული შეცდომების ალბათობას.” გუტენბერგს 2 კვირა აქვს, რომ სადისერტაციო ნაშრომთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები წარადგინოს. მანამდე კი, მინისტრის განცხადებით, ის საკანდიდატო ხარისხზე დროებით უარს ამბობს.