ძიუდო: საქართველო ორი მედლით

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართა. ამ შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრები 7-კაციანი შემადგენლობით გამოვიდა და საბოლოოდ 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა ასპარეზობა.

ავსტრიელმა სპეციალისტმა პეტერ ზაიზენბახერმა ტურნირზე ბეთქილ შუკვანი, სანდრო იაკობაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, დავით კარბელაშვილი, ლაშა გურული, საბა გავაშელიშვილი და ნოდარ მეტრეველი წაიყვანა.

შეჯიბრების პირველ დღეს მედლები სამ წონით კატეგორიაში გათამაშდა - 60, 66 და 73 კგ. ქართველებიდან მედლის აღება ყველაზე მსუბუქ წონაში გამომსვლელმა ბეთქილ შუკვანმა მოახერხა. ამავე დღეს საჭიდაოდ გამოვიდნენ სანდრო იაკობაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი, მაგრამ ისინი მედლებთან ახლოსაც ვერ მივიდნენ. პირველი ორი მოგების შემდეგ მესამე შეხვედრაში დამარცხდა, მეორემ კი საერთოდ პირველივე ბრძოლა წააგო.

ტურნირის მეორე დღეს უნგრულ ტატამზე დანარჩენი ოთხი წონითი კატეგორიის წარმომადგენლები გამოვიდნენ. საქართველოს ნკარების სპორტსმენებმა ამჯერადაც მხოლოდ ერთი მედლის აღება მოახერხეს - 81 კილოში დავით კარბელაშვილმა ზედიზედ ოთხი ორთაბრძოლა მოიგო, ნახევარფინალში  კი ერთი იუკოთი, ორის წინააღმდეგ დამარცხდა ტურნირის მომავალ ჩემპიონ ჩერნოგორიელ სრჟან მრალიევიჩთან. უკვე ბრინჯაოსთვის შერკინებაში კარბელაშვილმა ამერიკელი ტრევის სტივენსი დააიპონა და ნაკრებს მეორე მედალი შემატა.

90 კილოში საბა გავაშელიშვილმა და ლაშა გურულმა თითო შეხვედრა მოიგეს, მეორეში დამარცხდნენ და ტურნირს დაემშვიდობნენ. მედლის შანსი ჰქონდა მძიმეწონოსან ნოდარ მეტრეველსაც, ნახევარფინალშიც გავიდა, მაგრამ ჯერ იქ დათმო შეხვედრა და შემდეგ მესამე ადგილისთვის ბრძოლაც წააგო.

60 კგ. 1. ჰიროფუმი იამამოტო (იაპონია) 2. ჰოვანეს დავთიანი (სომხეთი) 3. ბეთქილ შუკვანი (საქართველო) 3. ფელიპე კიტადაი (ბრაზილია)

66 კგ. 1. ჯუნპეი მორიშიტა (იაპონია) 2. მასაში ებუნიმა (იაპონია) 3. პიერ დუპრა (საფრანგთი) 3. არმენ ნაზარიანი (სომხეთი)

73 კგ. 1. ატილა უნგვარი (უნგრეთი) 2. მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი) 3. იასუჰირო ავანო (იაპონია) 3. რიკი ნაკაია (იაპონია)

81 კგ. 1. სრჟან მრალიევიჩი (ჩერნოგორია) 2. ალან შმიტი (საფრანგეთი) 3. დავით კარბელაშვილი (საქართველო) 3. ივან ვორობევი (რუსეთი)

90 კგ. 1. დაიკი ნიშიამა (იაპონია) 2. კამილ მაგომედოვი (რუსეთი) 3. მასაში ნიშიამა (იაპონია) 3. მაქს შირნჰოფერი (ავსტრია)

100 კგ. 1. ტუვშინბაიარ ნაიდანი (მონღოლეთი) 2. ბატულგა ტემუულენი (მონღოლეთი) 3. ფრენკ ივენ მუსიმა (კამერუნი) 3. კაიან ტაკაგი (იაპონია)

+100 კგ. 1. რაფაელ სილვა (ბრაზილია) 2. მატიაშ სერაჟი (სლოვენია) 3. რენატ საიდოვი (რუსეთი) 3. ლუუკ ვერბიჟი (ჰოლანდია)

კომენტარები