კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაცია

7 თებერვალს, სასტუმრო Holiday Inn-ში კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართა. ასოციაციის თავმჯდომარემ - პროდუსერმა ნინო გამრეკელმა საზოგადოებას წარუდგინა პროექტი „ლიცენზირებული კინოპროდუქციის ინტერნეტ დისტრიბუცია და საავტორო უფლებების დაცვა“. მსმენელის წინაშე სიტყვით აგრეთვე წარსდგა ერთ-ერთი დამფუძნებელი, ადვოკატი გიგა კობალაძემ და ვიდეო პორტალ myvideo.ge-ს ინტერნეტ კინოთეატრის მენეჯერი სოსო ბლიაძე. ასოციაციის მიზანია ქართულ ბაზარზე დისტრიბუციის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, ლეგალური პროდუქციის შექმნა და მისი რეალიზაციის ხელშეწყობა.

აგრეთვე:

·         არალეგალური პროდუქციის იდენტიფიკაცია, ამოღება და  შემდგომი გავრცელების პრევენცია

·         ლეგალური სადისტრიბუციო ქსელის შექმნის ხელშეწყობა და ლიცენზირებული პროდუქციის განვითარება

·         შემოსავლების გენერირება

·         ავტორთა უფლებების წარმოდგენა და დაცვა

·         საავტორო დარიცხვების უზრუნველყოფა

·         საავტორო უფლებების შესახებ არსებული კანონმდებლობის სრულყოფაში მონაწილეობის მიღება

·         ლეგალური პროდუქციის მოხმარების კულტურის დანერგვა



ყოველივე ეს ხელს შეუწყობს კინოგაქირავების ბაზრის დახვეწას და საავტორო ჰონორარის გადახდის სისტემის ჩამოყალიბებას. აგრეთვე საქართველოს კინოთეატრებში აუდიტორიის მატებას, ახალი კინოთეატრების გახსნის სტიმულირებას და რიგ სასიკეთო მოვლენებს.
მსოფლიო ტენდერებით ონლაინ გაყიდვები დღეისათვის აღიარებულია, როგორც ყველაზე მზარდი და პერსპექტიული ბაზარი აუდიო და ვიზუალური ნაწარმოებებისთვის, საქართველოში კი კინოსადისტრიბუციო სისტემის არ არსებობის. ადგილობრივი ინტერნეტ ბაზრის თითქმის 100 % არალეგალურია, წლიურად ქართული ფილმების მნახველთა რაოდენობა კი 350 000-ს აღემატება, რაც იწვევს: საავტორო უფლებების დარღვევას და ართმევს ავტორს დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალებას, მომხმარებელს მიეწოდება მდარე ხარისხის პროდუქტი, ზიანი ადგება კინოთეატრებს და კინოპროდუქციის სხვა, ლეგალურ გამავრცელებლებს, არ ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების შედინება.
ჯერჯერობით ეს ეხება მხოლოდ ქართულ პროდუქტს, მაგრამ სამომავლოდ იგეგმება უცხოური პირატული ფილმების გაკონტროლება.
პროექტის პირველი ეტაპი ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები