დიდთოვლობის გამო საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგია გაითიშა

საქართველოს რეგიონებს ძლიერმა ქარიშხალმა და დიდთოვლობამ გადაუარა. ქარბუქის გამო დღეს დაკეტილი იყო კობი-გუდაურის მონაკვეთი.  დიდთოვლობის გამო კი ჩაკეტა ტყიბული-ქუთაისის სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალი. გუშინდელი უამინდობის  შედეგად მთელ საქართველოში ავარიულად გაითიშა ენერგო-პრო ჯორჯიას 211 919 აბონენტი.

განსკუთრებით მძიმე მდგომარეობაა იმერეთში.  ენერგო-პრო ჯორჯიას  საზოგადოებათან ურთიერთობის სამსახურმა დღეს გაავრცლა ინფრომაცია, რომ იმერეთში ელექტროენერგია არ მიეწოდება 73 276 აბონენტს. უამინდობის შედეგად დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები და ბოძები, რამაც განაპირობა ფიდერების ავარიული გათიშვა და აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დროებითი შეზღუდვა. ,,რთული სამუშაო პირობები და მაღალმთიანი რელიეფი აფერხებს სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს,  მაგრამ ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური ბრიგადები 24- საათიან საგანგებო რეჟიმში მუშაობენ”– ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობა კიდევ ერთ კვირას გაგრძელდება. 

კომენტარები