9 ივლისს ჩოგბურთის დიდების დარბაზში ანდრე აგასი შეაბიჯებს. ხოტორა შოუმენი დააფასეს. სხვას რომ ეთქვა, ტურნირებს ანაბოლიკებით ვიგებდიო, პრო ტურის ფულიანი ბიძები გაუბრაზდებოდნენ, ყურს აუწევდნენ, მოგებულს წაართმევდნენ. აგასის იქით მოუხადეს ბოდიში. აგასი 30 კვირით პირველი ჩოგანი გახდა, უიმბლდონზე პროტესტის გამო (იქ სულ თეთრებში უნდა ითამაშო და აგასის შავ-ვარდისფერი მოსწონდა) არ ჩადიოდა და ბრუქ შილდსს 16 თვეში კარიერის თითქმის მთელი საპრიზოები დაახარჯა. ანდრეს, ჭრელ და საინტერესო კარიერაში დიდი სლემის 8 ტურნირი აქვს მოგებული. იმდენივე, რამდენიც ივან ლენდლს, უფრო მეტი, ვიდრე ჯონ მაკინროის და ორჯერ ნაკლები, ვიდრე როჯერ ფედერერს. ანდრეს მეუღლე შტეფი გრაფია, რომელიც დიდების დარბაზში გაცილებით ადრე, 7 წლის წინ მიაცილეს. ნიუპორტის საჩოგბურთო სამოთხეში ანდრეს შტეფი და ჯიმბო კონორსი წარადგენენ.
აგასი დღესაც ვარჯიშობს, ანუ შტეფისთვის დილაობით მარკეტიდან იოგურტი ამოაქვს, ასეირნებს ორ ნიუფაუნდლენდს, სატრენაჟორო დარბაზშიც შედის და კორტზეც ცელქობს. ცელქობს ცოლთან ერთადაც და ცოლს ხანდახან პამ შრაივერი ცვლის. ამერიკულ ჩოგბურთს დღეს ანდრეც მაგრად გამოადგებოდა და ღიპიანი შრაივერიც. შტეფი ოფსაიდშია.
ამერიკაში ნიკ ბოლეტიერის, კრის ევერტის, კიდევ რამდენიმე სახელოვანი და შედეგის მომტანი საჩოგბურთო აკადემიაა. ამერიკაში საჩოგბურთო სამოთხეს უფრთხილდებიან და ამერიკულ ჩოგბურთს მომავალი არ უვარგა. რაც იყო, უკვე წარსულშია და წარსულს მომავლის ნიღაბს ვერ გაუკეთებ. არ მოერგება, ყურებზე მოუჭერს.
შარშან, ავსტრალიის ღია პირველობაზე ამერიკელებმა სულ ფლეშ როიალები გაშალეს, მიზერები „უპრიკუპოდ” ითამაშეს, ჯეკპოტები დახსნეს, კორტზე მონდომებულები გადიოდნენ. კაცებში ერთჯერადი მოხმარების ყველაზე პოპულარულმა საგანმა, ენდი როდიკმა ფინალამდე ვერ მიაღწია. და ტურნირი მაინც ამერიკული იყო.
ქალებში ბიცეფსები აათამაშა ყველაზე ნაზი ნაკვთების და ქალური იერის სერენა უილიამსმა. ამ გოგონამ მასტერკლასი ჩაატარა, ფინალში ჟუსტინ ანენი დააეისა და ჩემპიონი გახდა. ქალების წყვილებში სერენამ უფროს დაიკოსთან ერთად შემოაგდო აქანდაზზე დაღლილი და გაცვეთილი ლიზელ ჰუბერი, ზედ რამდენიმე ბურთი და ლიზელის მეწყვილე, კარა ბლექიც მიაგდო. ამერიკული ჰეგემონია ბობ და მაიკ ბრიანებმა განავრცეს და დისაიდერში დანიელ ნესტორის და ნენად ჟიმონიჩის ტანდემს აწყენინეს. ამერიკელებმა ოთხი ძირითადი საჩემპიონო თასიდან, სამი თან წაიღეს.
წელს სულ სხვა სიტუაციაა.
ქალებში ვერ დაიცვა ტიტული ტრავმირებულმა სერენამ, ვენუსი კი პირველი კვირის თავზე დაილეწა. უილიამსების გარდა სტაბილურობასთან ვერც ერთი ამერიკელი მანდილოსანი ვერ დაქალობს. ერთეულებში, მეოთხედფინალში ამერიკელი ქალი არ გასულა.
როდიკი სტაბილურად აგებს მაშინ, როდესაც უნდა მოიგოს. ენდიმ მეიჯორის დაწყებამდე დაიცვა სამი სადოქტორო თემაზე „მე უკვე ფედერერზე უკეთესი ვარ” და მერე, საბოლოო მოხსენების დროს, ტექსტი დაავიწყდა. როჯერამდე, ანუ რვა საუკეთესომდე, როდიკი მეორე შვეიცარიელმა, სტას ვავრინკამ არ მიუშვა. პრინციპში, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი იქ მოხვედრას არ იმსახურებდა. როდიკი ფავორიტის პერმანენტული პაროდია გახდა.
ამერიკას ენდის გარდა, კიდევ სამი მონდომებული ბიჭის იმედი ჰქონდა. მეორე კვირის სტარტზე განაცხადში უნდა დარჩენილიყვნენ სემ ქუერი, მარდი ფიში და ჯონ ისნერი.
ისნერს კიდევ ერთმა ორმეტრიანმა სუბიექტმა, მარინ ჩილიჩმა მოტეხა მაჯა. ჯონმა სლაი სტალონეს მონდომებული, მაგრამ უინტელექტო პერსონაჟივით, რამდენჯერმე შემოიტრიალა კეპი, მაგრამ მაინც წააგო 6:4, 2:6, 7:6, 6:7, 7:9.
ამავე სტადიაზე რაიან სვიტინგი მეოთხედფინალში გავარდნილ ნადალს შემოეჭამა და ამაზე ჭორაობაც არ ღირს. მაიკლ რასელმა პირველ ორ სეტში დავიდ ფერერს ერთი გეიმი ესესხა, მესამეში ცოტა მოუმატა და ჯამში, 6 მოგებული გეიმით (0:6, 1:6, 5:7) გადაფრინდა ვისკონსინში.
მარდი ფიშის ამბავი უკვე მოახსენეს მარტინ სკორსეზეს, რომელმაც ბოლეტიერისგან პროდიუსერობაზე თანხმობა მიიღო და DEPARTED 2-ის გადაღებას იწყებს. ფიშის როლში ჯოშ ბროლინი შევა. მარტინმა ჯერ ვერ მოიფიქრა, ვინ აიყვანოს ტომი რობრედოს როლზე. პენსიონერმა ესპანელმა ფიშს 4 სეტში (1:6, 6:3, 6:3, 6:3) შეუსრულა. რეჟისორი რობრედოს როლისთვის კლინტ ისტვუდის მძღოლს აკვირდება. ბებერი და მონდომებული ტიპი ჩანს.
ყველაფერი ეს მეორე წრეში იყო. უფრო დიდ გაუგებრობაში მოხვდნენ ამერიკელი ქალბატონები. ბრიანები არ გავარდნილან და მოგებული VS-ის შემდეგ, ერთ-ერთი ძმა ისევ საცვალში შედის ბრიფინგზე. ბრიანები თან ერთობიან, თან იგებენ და თან, მორალზე აცრილები არიან. ამის გამო, სტაბილურად იხდიან საჯარიმო ბონუსებს.
ავსტრალიაშია ჯონ მაკინროიც, რომელიც სამ კომერციულ ტელეარხზე ანალიტიკოსად მუშაობს და მაგრად ერთობა. სტუდიაში ხატავს, იძინებს, ვისკის მიირთმევს და ლამაზი გოგონებიც შეჰყავს. მაკინროი დღესაც ყველაზე ქარიზმატული ამერიკელია, ვინც ჩოგბურთთან არის დაკავშირებული. მაკინროის ეცინება, როდესაც მისი გენერაციის და დღევანდელების შედარებას იწყებენ.
მაკინროი: „არ შეიძლება რემბრანდტის და ჯონ მაკინროის ნახატების შედარება. არ შეიძლება ბობ დილანის და ჯონ მაკინროის მუსიკალური ნიჭის შედარება. არ შეიძლება სემ ქუერის და ჯონ მაკინროის ჩოგბურთის შედარება, ანუ, ქუერის და ამ ფულზე შეყვარებულ გოჭებს დღესაც მოვუგებ. ორსეტიანს, სამსეტიანს, ათსეტიანს, ნებისმიერ მატჩს მოვუგებ. ყველაზე ცუდია, რომ მათ ეს ჩემზე კარგად იციან. გული მწყდება, რომ დაიკარგა როდიკი. ენდიმ რვა წლის წინ ამერიკის ღია პირველობა მოიგო და დაიკარგა. თავის დროზე მაიკლ ჩანგს მეორე ეშელონის ვარსკვლავს უწოდებდნენ. დღეს ვინც ამერიკის სახელით თამაშობს, მაიკლი ყველას მოუგებდა. ამერიკული ჩოგბურთი უკანალშია და იქ დიდხანს დარჩება”.
ვერ გაქაჩეს რუსებმაც, მაგრამ ოთხეულში ერთი რუსი მაინც შევიდა. შევიდა და იქვე დარჩა. ვერა ზვონარევა არაჩვეულებრივი გოგონაა, ხშირად ურიცხავს უსახლკაროებს დიდ ფულს, ერუდირებულია, ავტობიოგრაფიის წერაც დაიწყო. პრო ტურზე პატარა ვერას ყველა ედაქალება და ბოლო 18 თვეში ზვონარევამ სერიოზულად მოუმატა. უბრალოდ, ვერა მსოფლიოს მეორე ჩოგანია და ჩოგბურთის რეგრესის სახეა. პატარა ვერა უფრო ეფექტური პავლოვზე, კოხტა „შანხაის” ძველ ეკრანზე იყო, ვიდრე – ეს ვერა კორტებზე. დადებითი მხარეები ამ ვერასაც აქვს. ზვონარევა კირკ ჰემეტის დიდი ფანია. აი, ყოჩაღ, გემოვნების მხრივ ათიანში ურტყამს.