ჩილეს პრეზიდენტმა საკუთარი ვერტმფრენი საავტომობილო ტრასაზე დასვა

 ჩილეს პრეზიდენტს, სებასტიან პინერას ოპონენტები ”უპასუხისმგებლო საქციელში” სდებენ ბრალს.  პინერამ ოპოზიციის კრიტიკა მას შემდეგ დაიმსახურა, რაც ინტერნეტით გავრცელდა სამოყვარულო ვიდეოკამერით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, როგორ დასვა პრეზიდენტმა საკუთარი ვერტმფრენი საავტომობილო ტრასაზე. პინერას განცხადებით, მას საწვავი დაუმთავრდა და იძულებული იყო ავარიული დაშვება განეხორციელებინა.  ”სამწუხაროდ ვერტმფრენებს და მანქანებს საწვავი სჭირდებათ,” განუცხადა პინერამ ჟურნალისტებს ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ”უსაფუძვლო რისკი” გასწია. ”მიუხედავად იმისა, რომ პინერა პრეზიდენტია, მას არა აქვს უფლება დასვას ვერტმფრენი სადაც უნდა და ამითი ადამიანების სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენოს,” განაცხადა ერთ-ერთმა პარლამენტარმა.

სებასტიან პინერა უკვე ხუთი წელია პილოტის ლიცენზიას ფლობს. 

 

კომენტარები