დომენტი სიჭინავა სფფ-ს პრეზიდენტია

 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დომენტი (ზვიად) სიჭინავამ თანამდებობა შეინარჩუნა - ის 2015 წლამდე უხელმძღვანელებს სფფ-ს.

22 იანვარს, სასტუმრო ჰოლიდეი ინში გამართულ არჩევნებზე ის ერთადერთი კანდიდატი იყო და ყველამ მხარი დაუჭირა. ხმის უფლების მქონე 33 დელეგატიდან არჩევნებში 30 მონაწილეობდა.

პრეზიდენტის თქმით, მომდევნო 4 წლის მანძილზე ის ორგანიზაციის დავალიანების სრულ დაფარვას, საფეხბურთო ინსფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ეროვნულ ჩემპიონატში მაქსიმალურად დიდი ინვესტიციების მოზიდვას და ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისთვის საუკეთესო პირობების შექმნას ეცდება.

დომენტი სიჭინავა სფფ-ს პრეზიდენტად 2009 წლის შემოდგომით, ნოდარ ახალკაცის წასვლის შემდეგ აირჩიეს.

კომენტარები