მოსკოვსა და ცხინვალში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების თითქმის ნახევრის დახურვის შესახებ მკაცრად გააკრიტიკეს. რუსულმა მხარემ ამასთან დაკავშირებით ”მკვეთრი განცხადება” უნდა გააკეთოს, აღნიშნა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, სერგეი მარკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ”ეს ძალიან პოლიტიზირებული პოზიციაა, რომელსაც აშკარად ანტირუსული მიმართულება აქვს,” განაცხადა რუსმა დეპუტატმა.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ოფიციალურმა პირებმა სტრასბურგში მიღებულ გადაწყვეტილებას ”უსამართლო” უწოდეს. ”მოსარჩელეთა შორის სამხრეთ ოსეთის ბევრი მოქალაქე და რუსული სამშვიდობო ძალების რამდენიმე წარმომადგენელი იყო და ევროსასამართლოს გადაწყვეტილება მათ მიმართ არ არის სამართლიანი, რადგან ისინი [მოსარჩელეები] 2008 წლის აგვისტოში ქართული მხრიდან სასტიკი აგრესიის მსხვერპლი გახდნენ,” განაცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, დავით სანაკოევმა.
თბილისში კი ევროსასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითი შეფასებები მოჰყვა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული ფაქტი იმის დასტურია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი განაცხადები ”სამართლებრივ ჩარჩოებს სცილდება” და ”მხოლოდ რუსული პროპაგანდის ნაწილია.”
ევროსასამართლომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3300 საქმიდან 1549 სარჩელის დახურა. გადაწყვეტილების მიზეზად საქმეების განხილვისთვის აუცილებელი ინფორმაციის არქონა დასახელდა. ”სასამართლომ მოსარჩელეების იურიდიულ წარმომადგენლებს ინფორმაციის მოწოდების შესახებ თხოვნა 2010 წელს ორჯერ გაუგზავნა, თუმცა პასუხი არ მიუღია,” ნათქვამია გუშინ გავრცელებულ პრეს რელიზში.