Wikileaks: ვორონინის კორუფციულ გარიგებაზე

Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი  მოლდოვას ყოფილ პრეზიდენტს  ვლადიმირ ვორონინის კორუფციული გარიგების მცდელობაში ამხელს.   აშშ-ს კონფიდენციალური დიპლომატიური მიმოწერიდან, რომელიც wikileaks-მა გამოაქვეყნა, ირკვევა, რომ 2009 წლის 7 სექტემბერს ვორონინმა პრო-ევროპული დემოკრატიული პარტიის  ლიდერს მარიან ლუპუს ქრთამის სახით 10 მილიონი დოლარი  ნაღდი ფული შესთავაზა.   2009 წლის ივლისში მოლდოვაში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ  კომუნისტური პარტიამ დაკარგა ხმათა უმრავლესობა პარლამენტში, შესაბამისად,  პრეზიდენტად ვორონინის ხელახლა არჩევის შანსიც. საკუთარ აგარაკზე საიდუმლო მოლაპარაკებების დროს ვორონინის  ლუპუს  გარიგება შესთავაზა, რომლის პირობების მიხედვით,  ქვეყნის პრეზიდენტი  მარიან ლუპუ, პარლამენტის სპიკერი კი  ვორონინი უნდას გამხდარიყო.  კომუნისტთა ლიდერმა  ამ შეთანხმების ოფიციალურად გაფორმებაც მოითხოვა. საუბრის დეტალები დიპლომატებს თავად ლუპუმ გაუმხილა.

აშშ-ს საელჩო მოლდოვაში კონფიდენციალურ მიმოწერაში აღნიშნავს, რომ ”საუბრები  მოლდოვას  მთავრობაში არსებული კორუფციული გარიგებების შესახებ საკმაოდ ხშირია,  თუმცა ლუპუს განცადება ამ არაოფიციალური ხმების ღია დადასტურება გახდა”.

დიპლომატიური წერილიდან ირკვევა, რომ თავიდან ვორონინმა ლუპუს გარიგების სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარი შესთავაზა, შემდეგ კი თანხა გააორმაგა. ამერიკელი დიპლომატი წერს, რომ შესაძლოა ვორონინს არ ჰქონდა იმედი, რომ ლუპუ ქრთამს აიღებდა,  თუმცა უნდოდა საკუთარი პარტიისთვის ეთქვა, რომ  ყველაფერი გააკეთა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის.  თავის მხრივ, ლუპუ შეპირდა ვორონინს, რომ იმ შემთხვევაში, თუ  კომუნისტები   პრეზიდენტის პოსტზე მის კანდიდატურას მისცემდნენ ხმას, იგი ვორონინისა და  მისი და მისი ოჯახის ხელშეუხებლობას უზრუნველყოფდა. ვორონინი პრეზიდენტის თანამდებობიდან 11 სექტემბერს, ამ   შეხვედრიდან 4 დღის შემდეგ გადადგა.

ამ შეთავაზებიან 2 წლის შემდეგ მოლდოვაში ისევ სახელისუფლებო კრიზისია, ვინაიდან პროევროპულმა კოალიციამ  საკმარისი რაოდენობის მანდატი პრეზიდენტის ასარჩევად ვერც ამჯერად აიღო და  კომუნისტებთან მოლაპარაკება ისევ მოუწევს.

კომენტარები