დეკემბრიდან წყლის მაქსიმალური ტარიფი ერთ სულზე 2.40-დან 3.15 ლარამდე გაიზრდება. ასევე, 10 თეთრით გაიზრდება ავტობუსისა და მეტროს მგზავრობის ღირებულება. როგორც მერიაში აცხადებენ, შეღავათები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ძალაში რჩება.
წყლის ტარიფის გაზრდის თხოვნით მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ-ს) ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა მიმართა. "წყლის მიმწოდებელ კომპანიას ტარიფის გაზრდის კანონით გათვალისწინებული უფლება აქვს და მან ეს უფლება გამოიყენა. სემეკ-მა, თავის მხრივ, კომპანიის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა შეისწავლა და ტარიფის გაზრდის საფუძვლიანობას დაეთანხმა", — განაცხადა კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილმა.
მთავრობაში გამართულ სხდომაზე, სპეციალურმა კომისიამ დააკმაყოფილა თბილისის მერის წინადადება, ტარიფი გაზრდილიყო მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც წყალი უწყვეტად მიეწოდებათ. ”ამ გადაწყვეტილებით თბილისის წყალმომარაგების კომპანიას მოტივაცია უჩნდება იმ უბნებში, სადაც წყლის მომარაგება 24 საათიანი არ არის, გამოცვალოს და გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა და 24 საათიან მომარაგებაზე გადავიდეს”, — განაცხადა მთავრობის პრესსპიკერმა ნიკო მჭედლიშვილმა.
105,000 სოციალურად დაუცველი თბილისელის წყლის ტარიფის ნახევარს მერია დაფარავს. მათ წყლის გადასახადი 37 თეთრით გაეზრდებათ და 1.57 ლარის გადახდა მოუწევთ. სემეკის გადაწყვეტილებით, წყლის გადასახადის გადახედვა არ მოხდება და ის უცვლელად მომავალი 5 წლის განმავლობაში შენარჩუნდება.
მგზავრობის ღირებულების გაძვირება, წყლის ტარიფის ზრდისგან განსხვავებით, უშუალოდ მერიის ინიციატივაა. საკრებულო ამ ინიციატივას 29 ნოემბრიდან განიხილავს. დამტკიცების შემთხვევაში, თბილისელებისთვის 6 დეკემბრიდან მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა 50 თეთრი ეღირება. საფასური არ გაიზრდება იმ პირებისთვის, რომლებიც შეღავათებით სარგებლობენ (მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები, ომის ინვალიდები, უსინათლოები). შენარჩუნდება ბარათის მფლობელთათვის განმეორებით (ერთი დღის განმავლობაში) მგზავრობის საფასურიც, რომელიც 30 თეთრს შეადგენს.