რესპუბლიკელებმა არჩევნებში ბოლო ათწლეულების რეკორდი დაამყარეს

გუშინწინ, აშშ-ში ეროვნული არჩევნები ჩატარდა. ამერიკის მოსახლეობამ წარმომადგენელთა პალატის 435 კონგრესმენი, სენატის 37 წევრი, ცალკეულ შტატებში 24 გუბერნატორი, 37 კანონმდებელი და ათობით ათასი სახელმწიფო მოხელე აირჩია.

კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს. 435 ადგილიან კონგრესში მათ 239 ადგილი მოიპოვეს, დემოკრატებმა კი 186. ბოლოს, ასეთი სხვაობით რესპუბლიკელებმა 1947 წელს გაიმარჯვეს. კონგრესისგან განსხვავებით, სენატში უმრავლესობას ჯერჯერობით დემოკრატები ინარჩუნებენ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრთა არჩევნები 2 წელიწადში ერთხელ იმართება. ყოველ ჯერზე კონგრესმენთა აბსოლუტური უმრავლესობის არჩევა ხდება. სენატორებს კი 6 წლის ვადით ირჩევენ, ამიტომ ყოველ 2 წელიწადში 100-ადგილიანი სენატის ერთი მესამედი ახლდება. წელს, ერთი მოქმედი სენატორის გარდაცვალებისა და ორის გადადგომის გამო სენატის 37 წევრი აირჩიეს.

რესპუბლიკელებმა კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი 2007 წელს დაკარგეს. მათთვის 2 ნოემბრის გამარჯვება მნიშნველოვანია, რადგან წარმომადგენელთა პალატაში ხმათა უმრავლესობით ისინი შეძლებენ პრეზიდენტ ობამას რეფორმების ”გაკონტროლებას”. არჩევნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ობამამ დამარცხებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღო და კონკურენტებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

კონგრესი   სულ   დემ   რესპ   61st (1909-1911)   391   172   219   62nd (1911-1913)   394   230   162   63rd (1913-1915)   435   291   134   64th (1915-1917)   435   230   196   65th (1917-1919)   435   214   215   66th (1919-1921)   435   192   240   67th (1921-1923)   435   131   302   68th (1923-1925)   435   207   225   69th (1925-1927)   435   183   247   70th (1927-1929)   435   194   238   71st (1929-1931)   435   164   270   72nd(1931-1933)   435   216   218   73rd (1933-1935)   435   313   117   74th (1935-1937)   435   322   103   75th (1937-1939)   435   334   88   76th (1939-1941)   435   262   169   77th (1941-1943)   435   267   162   78th (1943-1945)   435   222   209   79th (1945-1947)   435   242   191   80th (1947-1949)   435   188   246   81st (1949-1951)   435   263   171   82nd (1951-1953)   435   235   199   83rd (1953-1955)   435   213   221   84th (1955-1957)   435   232   203   85th (1957-1959)   435   234   201   86th (1959-1961)   437   283   153   87th (1961-1963)   437   263   174   88th (1963-1965)   435   259   176   89th (1965-1967)   435   295   140   90th (1967-1969)   435   247   187   91st (1969-1971)   435   243   192   92nd (1971-1973)   435   255   180   93rd (1973-1975)   435   242   192   94th (1975-1977)   435   291   144   95th (1977-1979)   435   292   143   96th (1979-1981)   435   277   158   97th (1981-1983)   435   242   192   98th (1983-1985)   435   269   166   99th (1985-1987)   435   253   182   100th (1987-1989)   435   258   177   101st (1989-1991)   435   260   175   102nd (1991-1993)   435   267   167   103rd (1993-1995)   435   258   176   104th (1995-1997)   435   204   230   105th (1997-1999)   435   206   228   106th (1999-2001)   435   211   223   107th (2001-2003)   435   212   221   108th (2003-2005)   435   205   229   109th (2005-2007)   435   202   232   110th (2007-2009)   435   233   202   111th (2009-2011)   435   257   178  

კომენტარები