ენერგოკრიზისის არტი: მეოთხე ნაწილი — მედპერსონალი და რობი კუხიანიძე

ტრადიციულად საოპერო და თეატრალური ხელოვნებით განთქმულ ქუთაისში 90-იან წლებში პანკ-როკ მუსიკის მოზღვავებამ ბევრი ჩააფიქრა. ყოფილ საბჭოთა ”ინდუსტრიის მშენებელ ქალაქში”, გასულ ათწლეულში განსაკუთრებული ანდერგრაუნდული ჯგუფები და მათთან ერთად პროტესტი, მწვავე ტექსტები, მძიმე როკი თუ პანკ-როკი დაიბადა.
აუტსაიდერი და მისი სოლისტი რობი კუხიანიძე დღემდე ალტერნატიული როკის ავანგარდში რჩებიან. ვიდეო 1997 წლის 27 სექტემბერსაა გადაღებული, და იმ პერიოდისთვის ცნობილი რადიოს — FM 106,4 (პირველი რადიო) ეთერში რობი კუხიანიძისა და ქუთაისური ჯგუფის მედპერსონალის ცოცხალ კონცერტს ასახავს. სიმღერა ”დამანებე თავი” მედპერსონალის სოლისტს, მორეტა ბობოხიძეს ეკუთვნის.

კომენტარები