ენერგოკრიზისის არტი: მესამე ნაწილი — ტატო კოტეტიშვილი გადასაღებ მოედანზე

1998 წელი. გაზაფხული.
ჰოლანდიიდან გადამღებ ჯგუფთან ერთად ჩამოსული ტატო კოტეტიშვილი თავისი უკანასკნელი ფილმისთვის ”ნოსტალგია” ბოლო კადრებს იღებს.

ეს არის ნოსტალგია აღარ არსებულზე: - ურთიერთობებზე, ადამიანებზე, საკუთარ სახლზე... ყველაფერ იმაზე, რაც 90-იან წლებში სამოქალაქო და აფხაზეთის ომებმა, პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა შთანთქა.

ფილმი 1999 წელს, ტატოს გარდაცვალების შემდეგ დაასრულა მისმა მეუღლემ, ჰოლანდიელმა კინორეჟისორმა ინეკე სმიტსმა.

 
 
 

კომენტარები