მასალა:
4 ულუფა
250 გრ. ბრინჯი
1 ლ. ქათმის ბულიონი
2 დიდი კვერცხის გული
120 გრ. ლიმონის წვენი
300 გრ. ქათმის ფარში
100 გრ. თეთრი ხახვი
3 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი პიტნა
3 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი კამა
1 ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა
ფქვილი
ჯამში: 15 ლარი
მომზადების წესი:
მოხარშეთ ბრინჯი
სუპისთვის:
წამოადუღეთ ქათმის ბულიონი. დააბლენდერეთ 120 გრ. ბრინჯი და ბულიონის მეოთხედი. დაუმატეთ ორი კვერცხის გული და ლიმონის წვენი. მიღებული მასა ჩაამატეთ დანარჩენ ცხელ ბულიონში და დადგით დაბალ ცეცხლზე (დიდხანს არ ადუღოთ, რომ კვერცხი არ აიჭრას). დარჩენილი ბრინჯი და ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა შეურიეთ სუპს. მოაყარეთ მარილი და შერეული ხმელი წიწაკა გემოვნებით.
ქათმის ბურთულებისთვის:
ქათმის ფარშს შეურიეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, 1 ჩაის კოვზი პიტნა, 2 ჩაის კოვზი კამა, ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა და მიეცით პატარა ბურთულების ფორმა. მოაყარეთ ფქვილი და ჩაყარეთ მდუღარე მარილიან წყალში. ადუღეთ 8-10 წუთი, სანამ ბურთულები არ მოიხარშება.
გაანაწილეთ მოხარშული ქათმის ბურთულები ოთხ თეფშზე, დაასხით ცხელი სუპი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა და პიტნა.
ქათმის ბურთულები შეგიძლიათ შეცვალოთ მოხარშული ქათმის ნაჭრებით. მოხარშული ქათმის ხორცი განაცალკევეთ ძვლებისგან, ხორცი დაძენძეთ და ერთი საათის მანძილზე ჩადეთ მარინადში: 1 ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი პიტნა, 1 ჩაის კოვზი კამა, მარილი და შერეული ხმელი წიწაკა გემოვნებით.
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ
სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3 ტელ. 24 46 35),
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116 ტელ. 35 71 73) ,
გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34 ტელ. 24 33 02 / 03)