ხახვის სუპი გამდნარი ყველით

ინგრედიენტები:
5 სუფრის კოვზი კარაქი (ელისეევსკი)
2 სუფრის კოვზი
ზეითუნის ზეთი
450 გრამი თეთრი ხახვი
¾ ჩაის კოვზი შაქარი
½ ჩაის კოვზი მშრალი ტმინი
½ ჩაის კოვზი მარილი
¼ ჩაის კოვზი პილპილი
1 სუფრის კოვზი + 1 ჩაის კოვზი ფქვილი
3 ლიტრი საქონლის ხორცის ბულიონი
150 გრამი თეთრი, მშრალი ღვინო (წინანდალი)
50 გრამი ძმარი (ბალზამიკო)
კრუტონი (ორცხობილა) და ყველის ზედაპირი
12 ნაჭერი ბაგეტი (ანტრე)
1 დიდი კბილი ნიორი
2 სუფრის კოვზი 
ზეითუნის ზეთი
12 ნაჭერი ჰოლანდიური 
გუდას ყველი
6 ცეცხლგამძლე სუპის ფიალა
ჯამში 50 ლარი


მომ­ზა­დე­ბის წე­სი:
სა­შუ­ა­ლო ცეც­ლ­ხ­ზე, დიდ ქვაბ­ში გა­ად­ნეთ კა­რა­ქი, და­ა­მა­ტეთ ზე­თი, დაჭ­რი­ლი ხახ­ვი, შა­ქა­რი, ტმი­ნი, მა­რი­ლი და პილ­პი­ლი. მო­თუ­შეთ ხახ­ვი, ური­ეთ დრო­დად­რო, 50-60 წუ­თის მან­ძილ­ზე. რო­დე­საც ოქ­როს­ფერს მი­ი­ღებს, და­ა­მა­ტეთ  ფქვი­ლი და მო­უ­რი­ეთ ენერ­გი­უ­ლად, მაქ­სი­მუმ 2 წუ­თი.
სა­შუ­ა­ლომ­დე შე­ამ­ცი­რეთ ცეცხ­ლი. ჩა­ა­მა­ტეთ  ბუ­ლი­ო­ნის წვე­ნი და ღვი­ნო. დუ­ღი­ლის დაწყე­ბის­თა­ნა­ვე და­უ­წი­ეთ ცეცხლს და და­ტო­ვეთ კი­დევ 30 წუ­თი. და­უ­მა­ტეთ ძმა­რი (ბალზამიკო)  და კი­დევ 10  წუ­თი გა­ა­ჩე­რეთ.
კრუ­ტო­ნის მო­სამ­ზა­დებ­ლად გა­ხუ­ხეთ პუ­რის ნაჭ­რე­ბი: 3 წუ­თი თი­თო მხა­რეს. ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ, რომ პუ­რი არ გა­ყა­ვის­ფ­რ­დეს. უბ­რა­ლოდ, გა­მო­აშ­რეთ ისე, რომ ზე­და­პი­რი გა­უ­ხეშ­დეს. აიღეთ ორად გაჭ­რი­ლი ნივ­რის კბი­ლი და ორი­ვე მხრი­დან წა­უს­ვით გა­ხუ­ხულ პურს. შემ­დეგ თა­ნაბ­რად გა­და­უს­ვით ზე­ი­თუ­ნის ზე­თი, ტა­ფა­ში და­აბ­რუ­ნეთ და ორი­ვე მხრი­დან შებ­რა­წეთ.
წი­ნას­წარ გა­აცხე­ლეთ ღუ­მე­ლი 230 გრა­დუს­ზე. მო­ა­თავ­სეთ ცეცხ­ლ­გამ­ძ­ლე სუ­პის ფი­ა­ლა ღუ­მელ­ში. ჩამ­ჩით გა­და­ი­ღეთ ხახ­ვის სუ­პი ქოთ­ნებ­ში და ზე­და­პირ­ზე თი­თოს ორ­-ო­რი კრუ­ტო­ნი და­ა­დეთ.
კრუ­ტო­ნებ­ზე  გა­ა­ნა­წი­ლეთ ყვე­ლის ნაჭ­რე­ბი. და­ტო­ვეთ ღუ­მელ­ში 12-15 წუ­თი, სა­ნამ  ყვე­ლი არ გად­ნე­ბა და ოქ­როს­ფერს არ მი­ი­ღებს.
სუფ­რას­თან მი­ი­ტა­ნეთ ცხლად. 

ყვე­ლა ინ­გ­რე­დი­ენ­ტი შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ სუ­პერ­მარ­კეტ­ში: პო­პუ­ლი ( ვე­კუ­ას ქ. 3 ტელ. 24 46 35), ჯორ­ჯი­ტა (წერეთლის ქ. 116 ტელ. 35 71 73) , გუდ­ვი­ლი (ჭავჭავაძის გამ­ზი­რი 34 ტელ. 24 33 02 / 03 ).
 

 

კომენტარები