ლევან სუთიძე

მთავარი რედაქტორი

ლევან სუთიძე, "ტაბულას" ჟურნალისტი, რედაქტორი და რელიგიის მიმომხილველია. გამოცემაში ის დაარსების დღიდან (2010 წ.) მუშაობს. სუთიძის საქმიანობის ძირითადი პროფილი უმცირესობებთან დაკავშირებული თემატიკის გაშუქებას უკავშირდება. ჟურნალში მუშაობისას, მან არაერთხელ გაიმარჯვა სახალხო დამცველისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კონკურსში ”ტოლერანტობა და მრავალფეროვნება”. რამდენიმე წელია ტელეკომპანია ტაბულას ეთერში მიჰყავს საავტორო გადაცემა ”საუბარი რელიგიაზე”, რომელიც ეთერში ყოველ ოთხშაბათს, 21:45-ზე გადის. გადაცემა ასევე დაჯილდოებულია "ტოლერანტობის ქომაგის" წოდებით სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს მიერ, რომელშიც რამდენიმე ათეული რელიგიური ორგანიზაცია ერთიანდება.

ავტორის სტატიები