თბილისში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში, შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 21 პირი დააკავა. განცხადება უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.
შსს-ს ცნობით, ამასთან ერთად, კიდევ 9 პირს ბრალი წარედგინა ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის, საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს.
განცხადების თანახმად, დაკავებული პირები ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად მოქალაქეებს გარკვეულ ვადებში კუთვნილი ბიზნესიდან დიდი ოდენობით თანხის გადახდას აკისრებდნენ. ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით ან სისცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
"შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო 24-საათის განმავლობაში თბილისში, შიდა და ქვემო ქართლში, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს, კიდევ 9 პირს ბრალი წარედგინა ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის, საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს.
[...] ფარული საგამოძიებო გამოძიებების შედეგად, დადგინდა, რომ [...] აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი მონაწილეობდა. ასევე დგინდება, რომ მამედოვი უკავშირდებოდა საქართველოში მასთან კავშირში მყოფ პირებს, რომლებიც როგორც პირადი სარგებლობისთვის, ასევე კრიმინალური ავტორიტეტის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად მოქალაქეებს გარკვეულ ვადებში კუთვნილი ბიზნესიდან დიდი ოდენობით თანხის გადახდას აკისრებდნენ. დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით ან სისცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომლითაც ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს უკავშირდებოდნენ.
ასევე შსს-მ ნივთმტკიცებად ამოიღო, სავარაუდოდ, ე.წ. ქურდულ საერთოსთვის შეგროვებული 62 000 დოლარზე მეტი თანხა, ბრალდებულების ავტომანქანები, საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 223 პრიმა, 223 ტერცია და 223 კვარტა მუხლებით, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს". - ნათქვამია განცხადებაში.





