ფიზიკური ანგარიშსწორება

დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურში სცემეს, კლინიკაში გარდაიცვალა

კლინიკაში გარდაიცვალა ჯეო ჰოსპიტალსის დაცვის თანამშრომელი, რომელსაც 11 აპრილს, სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა MarneuliNews ავრცელებს.

მედიის ცნობით, ერთ-ერთი პაციენტის ოჯახის წევრი კლინიკაში შეშვებას მიღების საათების ამოწურვის შემდეგ ითხოვდა, რაზე უარის მიღების შემდეგაც იგი ფიზიკურად გაუსწორდა დაცვის თანამშრომელს.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 1 პირი და გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები