აშშ-ს სანქციები ირანის წინააღმდეგ

WSJ: აშშ-მ ინდოეთის ოკეანეში ირანთან დაკავშირებული ნავთობტანკერი დააკავა

აშშ-მ ინდოეთის ოკეანეში ირანთან დაკავშირებული ნავთობტანკერი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal სამ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ტანკერს სახელად Skywave აშშ-მ სანქციები მარტში, ირანული ნავთობის ტრანსპორტირების გამო დაუწესა.

WSJ-ს ცნობით, გემების თვალთვალის მონაცემები აჩვენებს, რომ ტანკერი მალაკის სრუტის გავლის შემდეგ, მალაიზიის დასავლეთ ნაწილში მიცურავდა. 

გამოცემის ინფორმაციით, გემს, სავარაუდოდ, 1 მილიონ ბარელზე მეტი ნედლი ნავთობი გადაჰქონდა, რომელიც თებერვალში ირანის ხარგის კუნძულზე დაიტვირთა. 

კომენტარები