უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და შვედეთის პრემიერმინისტრმა ულფ კრისტერსონმა 28 მაისს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ კიევი Gripen-ის ტიპის 20 ავიაგამანადგურებელს შეისყიდის, ხოლო შვედეთი მომდევნო წელს უკრაინას Gripen-ის ძველი ვარიანტის დამატებით 16 ერთეულს აჩუქებს.
მხარეებმა შესყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი გასულ წერს მოაწერეს, რის ფარგლებშიც შვედეთი უკრაინას Gripen-ის 150 ავიაგამანადგურებელს მიჰყიდის, თუმცა, უკრაინისთვის ახალი ვარიანტების მიწოდება უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის.
"Gripen უკრაინისთვის საუკეთესო და ყველაზე ხელსაყრელი არჩევანია. ამიტომ, დღეს ჩვენ ამ გზაზე შემდეგ ნაბიჯს ვდგამთ," აღნიშნა კრისტერსონმა პრესკონფერენციაზე.
"ეს ავიაგამანადგურებლები გვესაჭიროება და ჩვენთვის ეს ახალი ფურცელია უკრაინისთვის," განაცხადა ზელენსკიმ და დაამატა, რომ კიევი თავდაპირველი დოკუმენტით გათვალისწინებული 150-ვე გამანადგურებლის შესყიდვას გეგმავს.
ზელენსკის თქმით, უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან ავიაგამანადგურებლებისთვის 2.5 მილიარდი ევრო გამოყო. უახლესი მოდელების მიღებას უკრაინა 2030 წლიდან მოელის.




