პოლიციელების ძალადობა

1 პოლიციელის დანაშაული ვერ იქნება პოლიტიკური პასუხისმგებლობა - ჭეიშვილი გორზე

"რას გადაწყვეტს პროკურატურა დანაშაულის ნაწილში კიდევ დადგინდება დამატებით, ეს არის პროკურატურის პრეროგატივა და პროკურატურის გადაწყვეტილება, ერთი შეხედვით დანაშაული არის თუ არა, ყველა ხედავს იმ კადრებში აბსოლუტურად.

[…] კონკრეტულ შემთხვევაზე როგორ შეიძლება პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. არის გადაცდომა, თუ იქნება მანდ გადაცდომა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შესაბამისად, იქნება გამოძიებული." - თქვა ჟურნალისტებთან ივანიშვილის დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა გორში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტის დასმულ შეკითხვაზე, "2 თვის განმავლობაში, რომ არ აკავებდით მოძალადე პოლიციელებს ამან წაახალისა თუ არა პოლიციელები?"

ჭეიშვილმა უპასუხა - "რა წახალისებაზე მელაპარაკებით, ერთი კონკრეტული შემთხვევა მოხდა, თუ არის გადაცდომა ამ შემთხვევაში, აუცილებლად დაისჯებიან. ერთი პოლიციელის დანაშაული ვერ იქნება პოლიტიკური პასუხისმგებლობა."

ცნობისთვის, 27 მაისს, ქართლის ამბებმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ძალადობენ ჯგუფურად პოლიციელები მოქალაქეზე, სავარაუდოდ, მისი დაკავების დროს.

პროკურატურის დღევანდელი განცხადების მიხედვით, გორში ძალადობის ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავეს. 

კომენტარები