რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გერმანიის თავდაცვის მინისტრი "სტრატეგიული პარტნიორობის განმსატკიცებლად" კიევში ჩავიდა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი კიევში  
   

11 მაისს გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი უკრაინის დედაქალაქში, კიევში ჩავიდა, რათა თავდაცვის სფეროში, შეიარაღების სისტემებთან მიმართებაში გერმანიისა და უკრაინის თანამშრომლობა განიხილოს. ჩასვლამდე, პისტორიუსის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არ იყო ცნობილი.

კიევში გერმანულ საინფორმაციო სააგენტო DPA-სთან საუბრისას პისტორიუსმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტის მთავარი მიზანი ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცება იყო, მათ შორის ახალი შეიარაღების სისტემის ერთობლივად შექმნა.

"გერმანია და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან და ორივე მათგანი ამ თანამშრომლობით ისარგებლებს, ყურადღება გამახვილებულია ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით Deep Strike-ის სფეროში, უახლესი უპილოტო სისტემების ერთობლივ განვითარებაზე. ასე ვაძლიერებთ ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებას," - განაცხადა პისტორიუსმა.

პისტორიუსის აზრით, ნატოს ევროპელ პარტნიორებს ჯერ კიდევ აქვთ ხარვეზები შორი დისტანციის იარაღის სფეროში და ეს რაც შეიძლება მალე უნდა გამოსწორდეს.

პისტორიუსის ვიზიტი რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ვადის ამოწურვას დაემთხვა. შაბათ-კვირის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს გამოაცხადა და ორივე მხარემ დაადასტურა.

 

კომენტარები