შიგნით სიმშვიდეა, არავინ არ ერევა და არც გავაბედინებთ ვინმეს ჩარევა რომ უნდოდეს შიგნითაც, ჩვენს წევრს რომ უნდოდეს ჩარევა, ისიც ვერ გაგვიბედავს, არათუ გარედან ვინმემ გაგვიბედოს - ქვეყანაში იქნება, თუ ქვეყნის გარეთ. ასეთი რამ არ ხდება, თორემ გამოვიდოდნენ და იტყოდნენ. სამი კანდიდატი დარჩა და რომელიმე მხარე მაინც იტყოდა. ყველაფერი მიდის ნორმალურად. [...]
უძლურები არ გეგონოთ, უწმინდესმა თავის სიცოცხლეში გვასწავლა, როგორ ვმართოთ, როგორ იმართოს ეკლესია. ძალიან საიმედო ხელშია ჩვენი ეკლესია და ვისაც გამოვირჩევთ, უფლის ნება როგორც იქნება, აუცილებლად გავაგრძელებთ ისევ თქვენთან ერთად სულიერ წინსვლას. [...]
ჩვენი არჩევნები არ ჰგავს ერში როგორც არის, ვისაც ავირჩევთ ვალდებულები ვართ ვაღიაროთ. არც არავის საქმეში არ ვერევით და არც არავის არ ჩავრევთ. [...] ცოტა ხანი, ვისაც გართობა უნდა ტელევიზორებთან გაერთოს, გადაწყვეტილებას ღმერთთან ერთად ჩვენ მივიღებთ.





