რეკლამა

ამწის ყიდვა vs. ქირაობა: რომელი სჭირდება თქვენს ბიზნესს? (რ)

მძიმე ტექნიკის მართვის ოპტიმალური სტრატეგია მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამშენებლო პროცესების წარმატებაში. პროექტის ვადებისა და ხარჯების დაცვა ამ პუნქტის ზუსტ დაგეგმვას მოითხოვს. რადგან ტექნიკა დიდ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს, ამწის ყიდვა ჯობია თუ ქირაობა ბიუჯეტის ოპტიმიზაციისას ერთ-ერთი მთავარი საკითხია.

გადაწყვეტილების მიღებისას ექსპერტები ე.წ. „65%-იანი დატვირთვის წესს“ ეყრდნობიან. როდესაც მექანიზმი ხელმისაწვდომი დროის 65%-ზე მეტხანს აქტიურად მუშაობს ობიექტზე, ამწის ყიდვა ეკონომიკურად გამართლებულია, ხოლო ნაკლები დატვირთვისას ამწის ქირაობა უკეთეს გადაწყვეტილებად ითვლება. 

ამ სტატიაში განვიხილავთ, რა მთავარი დადებით და უარყოფითი მხარეები უნდა განიხილოს დეველოპერმა, სანამ ამწის ყიდვას ან ქირაობას გადაწყვეტს. 

ამწის ყიდვა: დადებითი და უარყოფითი მხარეები

მძიმე სამშენებლო ტექნიკის შეძენა მრავალწლიან გეგმას გულისხმობს. კომპანიის საოპერაციო შესაძლებლობები წლებით განისაზღვრება. მსხვილი კონტრაქტორებისთვის, რომლებიც ბაზარზე დიდი ხნით დარჩენას აპირებენ საკუთარი ამწეების ყიდვა მნიშვნელოვანია. თუმცა გასათვალისწინებელია სპეციფიკური ფინანსური გამოწვევებიც.

მთავარი უპირატესობები

  • ხარჯების ოპტიმიზაცია გრძელვადიანი პერსპექტივით: ინტენსიური გამოყენებისას ტექნიკას წელიწადში დაახლოებით 1,500 საათს მუშაობა შეუძლია. ეს მაჩვენებელი მფლობელობის ეფექტიანობას ამართლებს თუ დეველოპერი შესაბამისი მასშტაბის პროექტშია ჩართული. თანაც, ამწე კომპანიის მატერიალური აქტივი ხდება და მის საბალანსო ღირებულებასაც ზრდის. პოტაინის ბრენდის ამწეები ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური არჩევანია, რადგან ისინი პირველ რიგში სწორედ დიდი დატვირთვის ფონზე ხარჯების ოპტიმიზაციაზეა გათვლილი. პოტაინის კოშკურა ამწეს კონკურენტებთან შედარებით მინიმალური საექსპლუატაციო ხარჯი აქვს და დროთა განმავლობაში მისი გამოყენება სულ უფრო მომგებიანი ხდება.
     
  • ტექნიკის მუდმივი ხელმისაწვდომობა: ტექნიკა მუდმივად მზადაა მობილიზაციისთვის. თუ ამწე დეველოპერს ეკუთვნის, ამ უკანასკნელს სრული კონტროლი აქვს სამუშაო გრაფიკზე. ეს ნიშნავს, რომ პროექტი არ არიან დამოკიდებული საიჯარო ბაზარზე და სეზონური დეფიციტის შემთხვევაში არ იზარალებს.
     
  • გამოყენების სრული კონტროლი და თავისუფლება: საკუთრებაში არსებული ამწის გამოყენებაზე არ მოქმედებს საიჯარო შეზღუდვები. ამწის ქირაობა ნიშნავს მფლობელის მოთხოვნების გათვალისწინებას. როდესაც ამწე დეველოპერს ეკუთვნის, ერთადერთი რაც მის ექპლუატაციას განსაზღვრავს - კომპანიის შიდა განაწესია. 

თანმდევი რისკები

  • საწყისი კაპიტალი: ახალი ამწის შეძენა, როგორც წესი, დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და სოლიდური ფინანსური რესურსის ერთიანად მობილიზებას მოითხოვს.
     
  • საოპერაციო ხარჯები: მფლობელი სრულად აგებს პასუხს გეგმიურ თუ არაგეგმიურ სარემონტო სამუშაოებზე. მძიმე ტექნიკის შენახვა, დაზღვევა და დასაწყობება წლიურად საშუალოდ 50,000-დან 100,000 დოლარამდე ჯდება. ამწის შეძენამდე დეველოპერმა ეს თანხა ბიუჯეტში უნდა გაითვალისწინოს.
     
  • ამორტიზაცია: მძიმე ტექნიკა იმ წუთიდან იწყებს საბაზრო ღირებულების დაკარგვას, როცა პირველ სამშენებლო პროექტში ჩაერთვება. ტექნოლოგიური პროგრესი კი ძველი ტექნიკის სალიკვიდაციო ფასს კიდევ უფრო ამცირებს. ამიტომ ამწის შეძენას აზრი აქვს თუ დეველოპერი წლების განმავლობაში აპირებს მის გამოყენებას. 

ამწის ქირაობა: დადებითი და უარყოფითი მხარეები

საიჯარო მოდელი ბაზრის არასტაბილურობაზე პასუხია. დეველოპერების ნაწილი მხოლოდ მცირე ობიექტებზე მუშაობს, ან უფრო ეპიზოდურად არის დატვირთული. ამ ტიპის კომპანიებისთვის ამწის ქირაობა ლოგისტიკურად და ეკონომიკურად უფრო პრაქტიკული არჩევანია. 

თუ დეველოპერი ნამდვილად სანდო ამწეების კომპანიასთან თანამშრომლობს, მაშინ მას ნაკლებად უწევს ფიქრი ლოგისტიკურ და ტექნიკურ დეტალებზე. მაგალითად, კომპანია ბილდვეი, რომელიც ამწეების გაქირავება-გაყიდვითაა დაკავებული, მომხმარებელს სრულ ტექნიკურ მომსახურებას ჰპირდება. ეს ნიშნავს, რომ ბილდვეი არა უბრალოდ აქირავებს ამწეს, არამედ პროექტის დაწყებამდე დეველოპერს სწორი მოდელის შერჩევაშუ ეხმარება, ხოლო ექპლუატაციის პერიოდში თვეში ერთხელ ტექნიკურ აუდიტს ატარებს, რათა მაქსიმალურად შეამციროს დაზიანების რისკები. 

ამწის ქირაობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპანიის ბექგრაუნდის შემოწმება. არაკეთილსინდისიერ პროვაიდერთან ურთიერთობა ნიშნავს, რომ დეველოპერი ამწის ქირაობის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას კარგავს.

მთავარი უპირატესობები

  • პროექტებისადმი ინდივიდუალური მიდგომა: იჯარა იძლევა შესაძლებლობას, თითოეული ობიექტისთვის ზუსტად ის მოდელი შეირჩეს, რომელიც კონკრეტულ საინჟინრო მოთხოვნებსა და რელიეფს პასუხობს.
     
  • რისკების დელეგირება: ტექნიკურ მომსახურებასა და რემონტზე პასუხისმგებლობა სრულად პროვაიდერს ეკისრება, რაც სამშენებლო კომპანიას გაუთვალისწინებელი დამატებითი ხარჯებისგან იცავს.
     
  • მოქნილი ლოგისტიკა: პროვაიდერი თავადაა პასუხისმგებელი ტექნიკის გატანაზე, მონტაჟსა და დემონტაჟზე. დეველოპერს აღარ უწევს იმაზე ფიქრი, სად და როგორ დაასაწყობოს მასიური ტექნიკა, როდესაც ის ობიექტზე არაა.

თანმდევი რისკები

  • ხარჯის ექსპონენციალური ზრდა: ინტენსიური დატვირთვის დროს, მუდმივი საიჯარო გადასახადების ჯამმა შესაძლოა ამწის ყიდვის სრულ ფასს გადააჭარბოს (აქედან მომდინარეობს “65% დატვირთვის” წესიც).
     
  • დეფიციტის რისკები: სამშენებლო ბუმის პირობებში ბაზარზე გასაქირავებელი მძიმე ტექნიკის ნაკლებობის რისკი ჩნდება. თუ პროექტს სპეციფიკური ამწე სჭირდება და ყველა საიჯარე მოდელი უკვე იქირავეს კონკურენტებმა, შესაძლოა პროცესის გაუთვალისწინებელი შეფერხება.
     
  • აქტივის არქონა: დიდი დანახარჯის მიუხედავად, კომპანიას არ რჩება ფიზიკური აქტივი ამწის სახით. ამიტომ გრძელვადიანი პროექტების ან დიდი დატვირთვის შემთხვევაში ამწეების ქირაობა დეველოპერისთვის არარენტაბელურად ითვლება.

პროფესიონალური სერვისი და მშენებლობის უწყვეტობა

დეველოპერმა მუდმივად უნდა ადევნოს თვალი ტექნიკის გამართულობას, ამწის ყიდვის თუ ქირაობის შემთხვევაში. თუ ტექნიკურმა პრობლემებმა იჩინა თავი, აუცილებელია სწორად მართვა, რომ მშენებლობა არ გაჩერდეს. სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრას ემსახურება კომპანია ტორქი

ტორქი დეველოპერებს სთავაზობს 24-საათიან ამწის სერვისებს. ევროპაში სერტიფიცირებული საინჟინრო გუნდი ობიექტზე გამოძახებიდან საშუალოდ 2 საათში მიდის, დღისა და ღამის ნებისმიერ დროს, უქმეების ჩათვლით. ტორქის მთავარი პრინციპია, რომ მშენებლობა არ უნდა გაჩერდეს. სერვისები ისეა ორგანიზებული, რომ ამწე მაქსიმალურად სწრაფად დაბრუნდეს სამშებლო ობიექტზე აქტიურ მუშაობას.

კომპანიის ამწის მომსახურება მოიცავს წინასწარი პროექტის მომზადებას, მონტაჟსა და დემონტაჟს, რეგულარულ ტექნიკურ დიაგნოსტიკას და, საჭიროების შემთხვევაში, დაზიანებული ამწის შეკეთება-განახლებას. იმისთვის, რომ დამკვეთს ეჭვი არ შეეპაროს სამუშაოების საჭიროებაში, სპეციალისტები ჯერ დაზიანებული დეტალების, ფოტოებს იღებენ. დეველოპერი იღებს მდგომარეობის ამსახველ ფოტოებს შეკეთებამდე და შეკეთების შემდეგ.

ტორქის ინჟინრები მუშაობენ საქართველოს ბაზარზე არსებულ თითქმის ყველა დიდი ბრენდის სამშენებლო ტექნიკასთან. გუნდი კარგად იცნობს Zoomlion-ის, XCMG-ის, Potain-ის, Comansa-სა თუ BQ-ს ტექნიკას. 

კომპანიის დამატებითი პრაქტიკული უპირატესობაა იმაშია, რომ სათადარიგო ნაწილების უცხოეთიდან გამოწერა და ჩამოტანის ლოდინი არ უწევს. საქართველოში აქვს სამშენებლო ტექნიკის სათადარიგო ნაწილების საწყობი და თუ რომელიმე დეტალს ჩანაცვლება სჭირდება, ინჟინრებს პირდაპირ შეუძლიათ მუშაობის დაწყება.

კომენტარები