რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში ნავთობიდან და ბუნებრივი აირიდან მიღებული საგადასახადო შემოსავლები წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 45.4%-ით დაეცა, რაც, სამინისტროს მიხედვით, ძირითადად ნავთობის დაბალმა ფასებმა განაპირობა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები – ნავთობი და გაზი, პლუს სხვა წყაროები – 8.2%-ით შემცირდა, რის პარალელურადაც სახელმწიფო ხარჯი 17%-ით გაიზარდა.
ამასთან, 2026 წლის პირველ სამ თვეში რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა 4.58 ტრილიონ რუბლს (დაახლოებით $59 მილიარდს) მიაღწია, რაც მშპ-ს 1.9%-ია. ეს ნიშნავს რომ რუსეთის მთავრობამ უკვე გადააჭარბა მთელი წლის სამიზნე ნიშნულს, რაც 3.79 ტრილიონი რუბლი, ანუ მშპ-ს 1.6% იყო.
რუსეთის ბიუჯეტში შემოსულობების კლება იმ ფონზე მოხდა, როცა რუსულ საექსპორტო ინფრასტრუქტურაზე უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი შემცირდა.
2 აპრილს გამოცემა Reuters საკუთარ მონაცემებზე დაყრდნობით წერდა, რომ მარტში რუსული ნავთობის საექსპორტო სიმძლავრის 40% დროებით შეფერხებული იყო, თუმცა აპრილის დასაწყისისთვის ეს მაჩვენებელი 20%-მდე დაეცა.





![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)