აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

აშშ-მ კუნძულ ხარგზე მორიგი იერიშები მიიტანა

F-15E Strike Eagle-ი ახლო აღმოსავლეთში, 2026 წლის იანვარი.
Jonah Bliss/DVIDS

აშშ-მ კუნძულ ხარგზე იერიშები კიდევ ერთხელ მიიტანა. ინფორმაცია თავდაპირველად ირანულ სამთავრობო მედიაში, შემდეგ AP News-თან საუბარში თეთრი სახლის ანონიმურმა წყარომ დაადასტურა.

აშშ-მ დაარტყა კუნძულზე მდებარე სამხედრო ობიექტებს. იერიშები მას შემდეგ მიიტანეს, რაც აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მიერ ირანის დანებებისთვის მიცემული დრო გავიდა. 7 აპრილს ტრამპი დაიმუქრა, რომ "დღეს მთელი ცივილიზაცია მოკვდება".

ხარგის კუნძული ირანული ნავთობის ვაჭრობისთვის მნიშვნელოვანი ცენტრია. განიხილება კუნძული ამერიკელი სამხედროების მიერ დაკავება.

 

კომენტარები