მოქალაქეები 8-9 აპრილის ღამეს 9 აპრილის მემორიალთან გაათენებენ.
ისინი პარლამენტთან შეიკრიბებიან 8 აპრილს, 20 საათიდან და 24-საათიან აქციას გამართავენ. გამთენიისას პატივს მიაგებენ 9 აპრილს დაღუპულ გმირებს.
"თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება! გავიმარჯვეთ მაშინ, გავიმარჯვებთ ახლაც!
8–9 აპრილს თბილისში გაიმართება 9 აპრილს დაღუპულ პატრიოტთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, სადაც პატივს მივაგებთ თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ქვეყნის გათავისუფლებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა.
1989 წლის 9 აპრილი არის დღე, რომლის შედეგადაც ჩვენ შევძელით და აღვადგინეთ საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, თუმცა მისი შენარჩუნებისთვის ბრძოლა დღესაც გვიწევს.
გიხმობთ ყველას, შემოგვიერთდით და ერთად დავდგეთ თავისუფლებისა და ღირსების მხარეს.
ადგილმდებარეობა: საქართველოს პარლამენტი, 9 აპრილის მემორიალთან.
განრიგი:
- 8 აპრილი
20:00 - შეკრება პარლამენტთან
- 9 აპრილი
00:00 - ღამისთევა მემორიალთან;
04:00 - პანაშვიდი;
09:00–20:00 - სამოქალაქო მსვლელობები;
20:00 - შეკრება პარლამენტთან." - ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.





