აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანი და პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდნენ. მათ მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და დაღუპულებს პატივი მიაგეს.
მოქალაქეების ნაწილმა, მათ შორის პილიტპატიმრების მშობლებმა და ნათესავებმა, ღამე საქართველოს პარლამენტთან გაათენა. ისინი ამ დრომდე მემორიალთან რჩებიან. აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ რუსთაველის გამზირი და გაკეთებული აქვთ ცოცხალი ჯაჭვი.
ადგილზე მობილიზებულია დიდი ოდენობით საპოლიციო ძალები.





