ჩაქვში ქვეითს მანქანა დაეჯხა, ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
გამოცემა ბათუმელების ინფორმაციით, შემთხვევა ჩაქვში გვიან ღამით მოხდა.





