საპატრიარქო კანდიდატები

მეუფე დანიელი: რაც შეეხება ასაკის თემას, დავემორჩილები სინოდის გადაწყვეტილებას

ფორმულა

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, კითხვაზე, დააყენებს თუ არა თავადვე საკუთარ თავს კანდიდატად, ამბობს, რომ ის პირადად არ აპირებს საკუთარი კანდიდატურის დაყენებას.

რაც შეეხება ასაკზე დასმულ კითხვას, კერძოდ - არის თუ არა ის პატრიარქობისთვის აუცილებელი ასაკის, რადგან გადაცდა ასაკს, მეუფე დანიელი ამბობს რომ ეს საკითხი სინოდის გადასაწყვეტია და სინოდი ამაზე იმსჯელებს.

პასუხიდან ჩანს, რომ მეუფე დანიელი არ გამორიცხავს მისი კანდიდატურის დაყენებას სხვა მღვდელმთავრის მხრიდან, შესაბამისად, გასაგები ხდება რატომ უნდა მოუწიოს სინოდს კენჭის ყრა ასაკთან დაკავშირებით.

"მე პირადად არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას, რაც შეეხება ასაკის თემას, დავემორჩილები სინოდის გადაწყვეტილებას. ეს საკითხი სინოდმა უნდა განსაზღვროს. მე ძალიან მშვიდად ვარ, ერთადერთი მხოლოდ ის მაღელვებს, რომ ადამიანური ფაქტორები არ შექმნის უხერხულობას". - თქვა მეუფე დანიელმა TV პირველის ეთერში.

კომენტარები