ქვეყანაში უსამართლობა ბობოქრობს. 4 შვილის დედა, მათ შორის, 3 არასრულწლოვნის, 1 წლითა და 6 თვით საპატიმროში გაუშვეს - ეს ხომ უსამართლოა [...] ამ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი გზა კონსოლიდაცია და ერთად დგომაა. ეს არის ის გზა, რომელიც საქართველოს ამ მძიმე განსაცდელიდან გამოიყვანს. ერთ მუშტად შეკრულ ქართველ ერს ვერ დაუპირისპირდება რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც ამ უსამართლობის წყაროა. ეს ბრძოლა აუცილებლად სიმართლის გამარჯვებით დასრულდება. ჩემი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ელენეს!
tbl.ge/7gqe
დაკოპირდა

თქვა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრმა, პარტია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე "რუსული ოცნების" დაწერის გამო, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობასტრატეგია აღმაშენებელიგიორგი ვაშაძეელენე ხოშტარიაკოალიცია ცვლილებისთვისპარტია დროარუსული რეჟიმიივანიშვილის რეჟიმი
ამავე თემაზე
- პაპუაშვილი ოქრიაშვილზე: ეს არის ანტიქართული კამპანია, რომლის მიზანია ავტორიტეტების გაქრობა
- ოქრიაშვილზე თავდამსხმელს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და დარბაზიდან გათავისუფლდა
- "არ გაპატიებთ ტერორს" - საზმაუ ხალხს ოქრიაშვილის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ეხმაურება
- ოქრიაშვილზე თავდამსხმელის მიმართ პროკურატურა 5 000-ლარიან საპატიმრო გირაოს მოითხოვს
- ოქრიაშვილზე თავდამსხმელი: დავისაჯო, მაგრამ აგენტების ანტიქართული მოქმედებები არ გავატაროთ




