კრიმინალი

ბათუმში, თურქეთის მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1998 წელს დაბადებული დ.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, თურქეთის მოქალაქე - 1981 წელს დაბადებული ა.ფ.ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

პოლიციამ დ.შ. ბრალდებულის სახით დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები