საქართველო-აშშ

"მინისტრის მოადგილემ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა გამართა" – საგარეო

ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ალან პარსელთან შეხვედრა გამართა.

უწყების თანახმად, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი"

"2026 წლის 20 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ალან პარსელთან.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი. საუბარი შეეხო ორმხრივი ეკონომიკური კავშირების სამომავლო პერსპექტივებსაც.

ასევე განხილულ იქნა ახლო აღმოსავლეთში და მთლიანად რეგიონში არსებული ვითარება". - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები