ამერიკის შეერთებული შტატები პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა" - წერია შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.





