არასრულწლოვან შვილებზე ძალადობა

"მცირეწლოვან შვილებზე სისტემატურად ძალადობდა" – მარნეულში 21 წლამდე ქალი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მარნეულში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ქალი, ს.გ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებული 2020 და 2024 წელს დაბადებულ შვილებზე სისტემატურად ძალადობდა.

"სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ს.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს". - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები