აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

ტრამპი: სრულად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ისინი 47 წელია უდანაშაულოებს ხოცავენ

ჩვენ სრულად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, სამხედრო, ეკონომიკური და სხვა მიმართულებებით, თუმცა, თუ წარუმატებელ New York Times-ს წაიკითხავთ, შეცდომით იფიქრებდით, რომ ჩვენ არ ვიმარჯვებთ.

ირანის საზღვაო ფლოტი აღარ არსებობს ისევე, როგორც მათი საჰაერო ძალები, ვანადგურებთ რაკეტებს, დრონებსა და ყველაფერს სხვას, და მათი ლიდერები დედამიწის პირიდან აღიგავნენ.

ჩვენ გვაქვს შეუდარებელი სამხედრო ძალა, შეუზღუდავი საბრძოლო მასალები და უამრავი დრო - ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ არაადამიანებს. ისინი მთელ მსოფლიოში უდანაშაულო ხალხს 47 წელია ხოცავენ და ახლა მე, როგორც აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი, ვხოცავ მათ. რა დიდი პატივია ამის გაკეთება! 

წერს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

კომენტარები