პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.
"შეხვედრაზე პრემიერმა შეშფოთება გამოხატა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ისრაელს დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა.
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ რეგიონში მშვიდობა მოკლე ვადაში აღდგება და ხაზი გაუსვა სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნებისა და ხალხების კეთილდღეობისთვის.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებზე". - ნათქვამია განცხადებაში.
7 მარტს ისრაელის საელჩო საქართველოში ირანის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და წერდა, რომ მეგობრობა იზომება მათი უნარით, გაარჩიონ თუ ვინ ირჩევს სიცოცხლის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის გზას, და ვინ ტერორის, ექსტრემიზმსა და ძალადობის გზას.
განცხადებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ ქართველი და ებრაელ ხალხების 2 600-წლიანი მეგობრობა დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს.





