ისრაელის საელჩო საქართველოში ირაკლი კობახიძის მილოცვის შემდეგ, მოჯთაბა ხამენეის ვინაობისა და რაობის შესახებ განცხადებას აქვეყნებს.
"სახელი შეიცვალა, მაგრამ რეალობა - არა.
მოჯთაბა ხამენეი უკვე მრავალი წელია იმ სისტემის ნაწილია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში პასუხისმგებელია რეპრესიებსა და ძალადობაზე.
წლების განმავლობაში იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან (IRGC), პირდაპირ მონაწილეობდა ირანში სახალხო პროტესტების ჩახშობაში და ასოცირდებოდა გადაწყვეტილებებთან, რომლებიც რეგიონში მოქმედ სამხედრო პროქსი-ჯგუფებს უჭერდა მხარს.
ეს არის სწორედ ის სისტემა, რომელმაც ჩაახშო განსხვავებული აზრი საკუთარ ქვეყანაში, დააპატიმრა და სიკვდილით დასაჯა ოპონენტები და გააღვივა კონფლიქტები ირანის საზღვრებს მიღმაც.
ადამიანი, რომელიც ახლა ირანის რეჟიმს ხელმძღვანელობს, არის როგორც პროდუქტი, ასევე არქიტექტორი იმავე რეპრესიებისა და დესტაბილიზაციის მექანიზმისა, რომელმაც განსაზღვრა ალი ხამენეის ეპოქა." - წერს საელჩო სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღეს, კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა.





