ირანი-არაბთა გაერთიანებული საამიროები

არაბთა გაერთიანებული საამიროები უარყოფს ცნობას, რომ ირანზე იერიში მიიტანა

არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერალური ეროვნული საბჭოს თავდაცვის, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარე, ალი ალ-ნუაიმი
ua.uz via pravda.com.ua

არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერალური ეროვნული საბჭოს თავდაცვის, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარე, ალი ალ-ნუაიმი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომ ქვეყანამ 8 მარტს ირანის წინააღმდეგ იერიში მიიტანა.

ამის შესახებ ალ-ნუაიმიმ X-ზე ისრაელელი ჟურნალისტის, ამიხაი შტაინის პოსტს უპასუხა, რომელიც შტაინმა მოგვიანებით წაშალა. 

"ეს ცრუ ამბავია. როდესაც რამეს ვაკეთებთ, გამბედაობა გვყოფნის, რომ ის გამოვაცხადოთ". - დაწერა ალ-ნუაიმიმ. 

ცნობისთვის, მანამდე, ისრაელური მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანზე იერიში მიიტანა. 

კომენტარები