აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი მინისტრის მოადგილემ გააკეთა - საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი მაკა ბოჭორიშვილის მოადგილემ გააკეთა.

"ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გაკეთდა მთავრობის მიერ საჯაროდ გაჟღერებული განცხადების ანალოგიური ჩანაწერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ“, – აცხადებენ უწყებაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

ირანის ელჩმა საქართველოში, სეიედ ალი მოჯანიმ, პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ "საქართველოს მთავრობისა და ხალხის ღირსეული წარმომადგენელი" ირანის საელჩოში იყო მისული და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. 

"საქართველოს მთავრობისა და ხალხის ღირსეულ წარმომადგენელს, მადლობელი ვარ, რომ დღეს მობრძანდით ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში თბილისში, რათა მოწამებრივად დაღუპული ირანის ლიდერისა და უდანაშაულო მოქალაქეების პატივსაცემად სამძიმრის წიგნში ხელმოწერა დაგეტოვებინათ. მეგობარი გასაჭირში იცნობა." - წერს სეიედ ალი მოჯანი.

კომენტარები