აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები "ვერ ადგენენ" ვის ეკუთვნის 30-მდე დრონი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ცაზე, გუშინ, 4 მარტს გამოჩნდა.
""უპილოტო საფრენი აპარატების წარმომავლობის (წარმოების) დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია; საჭიროა დამატებითი დრო, რათა სპეციალისტებმა შეისწავლონ დრონების ტიპი, მახასიათებლები და ის მიზნები, რომლებსაც ისინი ისახავდნენ.", - თქვა უშიშროების საბჭოს მარიონეტმა მდივანმა, რაულ ლორიამ.
ოთხშაბათს, 4 მარტს, ოკუპირებული აფხაზეთის საჰაერო სივრცეში საჰაერო თავდაცვის ძალებმა 30-მდე უცხოური უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს; მათი ნამსხვრევები 11 დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა.
პარალელურად, საჰაერო განგაში იყო რუსეთის ქალაქ სოჭშიც.
გვიან ღამემდე აფხაზეთის მოსახლეები "საჰაერო სივრცის დარღვევის" შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ.
დრონები მაღალი ალბათობით უკრაინას ეკუთვნოდა.





