აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ალ-უდეიდის საავიაციო ბაზაზე კატარში, 15 მაისი, 2025
Win McNamee / Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს.

"ფრონტზე ძალიან კარგად ვმოქმედებთ. ვიღაცამ მკითხა, 10-ქულიანი შკალით რამდენით შეაფასებდითო? - მე ვუპასუხე, რომ დაახლოებით, 15-ით. კარგად მუშაობას გავაგრძელებთ - უდავოდ, ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო არმია გვყავს. ჩვენ ახლა ძალიან ძლიერ პოზიციაში ვართ, ეს სამხედრო ძალის შესანიშნავი დემონსტრირებაა. მათი რაკეტები და გამშვები მოწყობილებები სწრაფად ნადგურდება [...] მათი ლიდერობა სწრაფად ქრება, ყველა, ვისაც მათი ლიდერობა სურს, საბოლოოდ, კვდება [...]

თუ მათ 2 კვირაში არ დავარტყამდით, ბირთვული იარაღი ექნებოდათ. რამდენიმე თვის წინ ჩვენ მათთვის რომ არ შეგვეტია, ბირთვული იარაღი ექნებოდათ. როცა შეშლილ ადამიანებს ბირთვული იარაღი აქვთ, ცუდი რაღაცები ხდება". - თქვა დონალდ ტრამპმა. 

კომენტარები