გამოცემა POLITICO-სთან გამართულ სატელეფონო ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ირანს მნიშვნელოვანი შეიარაღების მარაგები ეწურება და აღნიშნა, რომ მზად იქნება მმართველი რეჟიმის გადარჩენილ წარმომადგენლებთან მუშაობისთვის.
გამოცემის ცნობით, ტრამპმა საუბარში თქვა, რომ თეირანის საბრძოლო შესაძლებლობები ჩქარი ტემპით იწურება, თუმცა აღნიშნა, რომ ირანის ძალები, სავარაუდოდ, "რაკეტების სროლას კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში გააგრძელებენ".
"მათ ეწურებათ, მათ ეწურებათ მათი (რაკეტების) გაშვების ადგილები, რადგან დანაწევრებულები არიან. მათ ეწურებათ [რაკეტების] გამშვებები". - თქვა ტრამპმა.
მსგავსი შეფასება აქამდე არც აშშ-ს პრეზიდენტს და არც სხვა წარმომადგენლებს არ გაუვრცელებიათ.
"ჩვენ გვაქვს ულიმიტო საშუალო და საშუალოზე მაღლა მყოფი საბრძოლო მასალა და სხვა რაღაცები." - თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ ამერიკულ თავდაცვის კომპანიებს მიღებული აქვთ "გადაუდებელი ბრძანებები".
თუმცა 3 მარტს დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენთალი საუბრობდა THAAD-ისა და Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების რაკეტების არასაკმარისი რაოდენობის საფრთხეებზე.
Politico-სთან საუბარში ტრამპმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ომი ოთხიდან ხუთ კვირამდე გაგრძელდება, ან რამდენიმე დღით უფრო გვიან დასრულდება.
ტრამპს ჰკითხეს, არის თუ არა გვიანი, რომ ირანის მთავრობის ახალ წევრებთან იმუშაოს, რაზეც აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა: "არა, არაა ძალიან გვიან. 49 [მაღალჩინოსანი] მოკლულია, არ დაგავიწყდეთ... გამოჩნდნენ ახლები. ბევრ ადამიანს უნდა საქმე. ზოგიერთი მათგანი ძალიან კარგი იქნებოდა".





