The Times of Israel-ს ისრაელის თავდაცვის ძალების წყარომ უთხრა, რომ საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ყუმში მდებარე შენობაზე, სადაც სასულიერო პირები ირანის ახალი უზენაესი ლიდერის ასარჩევად იკრიბებოდნენ.
ექსპერტთა ასმბლეას, რომელსაც ახალი ლიდერი უნდა აერჩია, 88 წევრი ჰყავს. უცნობია რამდენი მათგანი იმყოფებოდა შენობაში იერიშის დროს.
აქამდე ირანის სამთავრობო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ყუმში ექსპერტთა ასამბლეის შენობაზე იერიში მიიტანეს.
გავრცელდა ვიდეოც, რომელშიც დაზიანებული შენობა ჩანს.





